იცვლება თუ არა ტაქსით მგზავორბის წესები

2020-11-27 11:56:07

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, ტაქსებთან მიმართებით არანაირი სპეციფიკური შეზღუდვა არ წესდება, გარდა იმისა, რაც აქამდე იყო. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საუბრა.

ტაქსებზე მოქმედებს უკვე არსებული დადგენილება:

ტაქსები იმოძრავებენ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე;

არ შიძლება 2 მგზავრზე მეტის გადაყვანა და ორივე მათგანი უკანა სავარძლებზე უნდა იჯდეს;

ტაქსით გადაადგილებისას ყველა მგზავრსა და მძღოლსაც პირბადე უნდა ეკეთოთ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, გარდა გამონაკლისი პერიოდისა. მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთვში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში.