როგორია ეპიდვითარება რუსთავში

2020-11-26 19:38:22

რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აქედან უმრავლესობა, ინფიცირების 32 შემთხვევა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა. როგორც კლინიკის დირექტორის მოადგილე რუსუდან ადამია აცხადებს, ყველა კოვიდინფიცირებული რუსთაველია. მისივე ინფორმაციით, რუსთაველების დიდ ნაწილს დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა აქვს და მკურანლობას ბინაზე აგრძელებს.

32 კოვიდინიცირებულიდან ერთი პოლიკლინიკის თანამშრომელია. მედპერსონალს ინფიცირება გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა.

გასული 24 საათის განმავლობაში, 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა კლინიკა "რუსთავში" განთავსებულ ცხელების ზონაში. როგორც კლინიკის ეპიდემიოლოგი მაია როგავა აცხადებს, კოვიდინფიცირებულებს შორისაა სამედიცინო დაწესებულების 2 ექიმი.

კოვიდ 19-ის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განთავსებულ ცხელების ზონაში. პაციენტი 60 წლამდე მამაკაცია და ის მკურნალობას კლინიკის კოვიდის მიმღებ ცენტრში აგრძელებს.