როდის არ იმოქმედებს შეზღუდვები

2020-11-26 15:51:21

24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში მთავრობის მიერ გაწერილი 2 თვიანი შეზღუდვების შემსუბუქება მოხდება.

ქვეყნის მასშტაბით:

იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

3 იანვარი – 15 იანვრის პერიოდში

ქვეყნის მასშტაბით:

ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;

აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

16 იანვარი – 31 იანვარი

ქვეყნის მასშტაბით:

აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.