კომენდანტის საათის დრო იცვლება

2020-11-26 14:41:18

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათის დროს იცვლება და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ხანგრძლივდება.

28 ნოემბერი-31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;

რა შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან საქართველოში, შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.