რას არ ეხება შეზღუდვები

2020-11-26 14:17:30

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით დაწესებული შეზღუდვები არ შეეხება სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობას.

კერძოდ, შეზღუდვები არ შეეხება სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას; საბანკო და საფინანსო საქმიანობას; სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას; დელივერსა და გატანის სერვისებს; სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას; ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს; საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს; აგრარული ბაზრობის მუშაობას.

ამასთან, არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით გადაადგილება. მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის ტაქსებით) გადააგილებაზე შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო მგზავრობასაც.

რა შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან საქართველოში, შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.