თბილისში, ხორავას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარის შედეგად 2 ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცები ძმები იყვნენ.
როგორც გარდაცვლილების მეზობლები ყვებიან, ისინი 112-ზე დარეკვას დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ. მათივე თქმით, სცადეს მამაკაცებისთვის დახმარება საკუთარი ძალებით აღმოეჩინათ, თუმცა ვერ მოახერხეს.
როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლის ჩასაქრობად 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. უწყებაში კითხვის საპასუხდო, ხომ არ მოხდა შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის მისვლა დაგვიანებით, აცხადებენ, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოძახებაზე ოპერატიულად მივიდა.
სამსახურში ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევ მიზეზს ვერ ასახელებენ.