მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-11-26 01:43:51

26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი მოსალოდნელია ცალკეულ რაიონში, მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 27 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს და +15 გრადუსამდე დათბება.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღის საათებში კი +8, +10 გრადუსია მოსალოდნელი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 26 ნოემბერი +10°C, 27 ნოემბერი +9°C, 28 ნოემბერი +8°C, 29 ნოემბერი +10°C.