რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-11-25 21:34:15

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ნოემბერს 12:00-დან 17:00 საათამდე რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, ერისთავის, გარეჯის, ჩამთის მთის, მე-17, მე-14, მე-12 მიკრორაიონებში და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.