დიეგო მარადონა გარდაიცვალა

2020-11-25 20:47:47

მსოფლიო ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდა დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

მარადონა ორი კვირის წინ კლინიკის დატოვებისას შეამჩნიეს, სადაც ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა.

დიეგო მარადონა არგენტინის საფეხბურთო ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო, როდესაც ქვეყანამ 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება შეძლო.

საფეხბურთო კარიერა მსოფლიო ლეგენდამ 1997 წელს 37 წლის ასაკში დაასრულა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები