კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2020-11-25 19:09:07

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავრუსული ინფექციის 60 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათგან ყველაზე მეტი N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში ფიქსირდება. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ რუსუდან ადამიამ განუცხადა.

მისი თქმით, ლაბორატორიულ კვლევაზე 85 ნიმუში იყო გადაგზავნილი, საიდანაც 55-ზე დადებითი პასუხი მოვიდა.

4 ახალი შემთხვევაა ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში.

ხოლო ერთი ახალი შემთხვევა კლინიკა "რუსთავის" ცხელების ზონაში დაფიქსირდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები