"ჩვენ პიკში შევედით"

2020-11-25 15:57:45

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსული ინფექციის პიკშია შესული და საჭიროა, ვირუსის ახალი შემთხვევების კლებისთვის, ახალი შეზღუდვები დაწესდეს.

ამის შესახე გამყრელიძემ უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენ პიკში შევედით და ეს პიკი გაგრძელდება. აღმასვლა გაგრძელდება, თუ ჩვენ არ მივიღეთ გარკვეული გამკაცრებული ზომები. ანუ რაც არის დღეს უნდა გავაფართოვოთ და გავამკაცროთ. უფრო. ამას გვეუბნება მოდელირების სქემები, რასაც ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი გვაძლევს და რეკომენდაციებს, თუ რა ტიპის, როგორი და რა ხანგრძლივობის გამკაცრებული მექანიზმები უნდა იყოს შემოღებული ქვეყანაში.

მაგრამ, ხაზს ვუსვამ, რომ არამარტო გამკაცრებული მექანიზმები, ეს ერთი მიდგომა არა, პარალელურად  გამკაცრება ღონისძიებების, მეორესმხირვ ტესტირებების მეტი ხელმისაწვდომობა, მესამე უფრო მეტი მზად ყოფნა პირველადი ჯანდაცვის სექტორში და მაქსიმალურად, დაახლოებით ინფიცირებულების 85%-ის მართვა პირველად ჯანდაცვის სექტორში, ანუ ოჯახის ექიმების მიერ.

ხოლო ვისაც სჭირდება სტაციონალური დახმარება, საშუალოები, მძიმეებისა და კრიტიკულზე აღარ არის საუბარი, მათი დახმარება ჰოსპიტალურ სექტორში. ამ მიმართულებას მივყვებით. ჩვენ პიკში შევედით და ამიტომაც უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, დამატებითი შეზღუდვების შესახებ მთავრობა განცხადებას 26 ნოემბერს გააკეთებს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები