"უკნიდან მომეპარა და ხალათით მახრჩობდა"

2020-11-25 13:42:26

ბათუმის ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და ბასრი საგნით ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

ექთანის განცხადებით, პაციენტი მეტადონის პროგრამის ბენეფიციარია და ის მედიკამენტებს ითხოვდა.

ხელები გადამიგრიხა, თითები მაქვს „ბრიტვით“ დასერილი. ეს პაციენტი მეტადონის პროგრამაშია. დღის ექთანი აძლევდა მას მეტადონს, ღამით არ გვეხებოდა ჩვენ წამლის მიცემა, მაგრამ მაინც ვაძლევდით გლიცინს და ვალერიანს, მაგრამ არ კმაყოფილდებოდა და უფრო ძლიერ მედიკამენტს ითხოვდა. უკან დამსდევდა. ვეუბნებოდი, რომ პალატაში დაბრუნდი-მეთქი, მაგრამ მაინც ფეხდაფეხ მომსდევდა.

არც მიფიქრია, რომ თავს დამესხმოდა და მოკვლას დამიპირებდა. ვიფიქრე ალბათ წამლის მოპარვა უნდა-მეთქი. გვერდით პალატაში როცა ერთ-ერთ პაციენტს წნევას ვუზომავდი, უკნიდან მომეპარა და ხალათით მახრჩობდა. ყელზე ჰქონდა მობჯენილი გადანატეხი თერმომეტრი და „ბრიტვა“. სხვა პაციენტი მომეშველა და გადამარჩინა“, – ამის შესახებ ექთანმა "ბათუმელებთან" ისაუბრა.

მამაკაცმა ექთანის შემდეგ დაზიანებები ბასრი საგნით თავადაც მიიყენა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები