ეს არის ის, რაც რეალურად ხდება...

2020-11-25 13:05:34

ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები, ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით ორ-სამჯერ მეტია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ჩვენი ცენტრის გათვლებით, ახლა ქვეყანაში დღეში კორონავირუსით ინფიცირების 10 ათასამდე ახალი შემთხვევაა. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება. უბრალოდ, ეს ადამიანები არიან უსიმპტომოები და ძალიან მსუბუქი შემთხვევებია. შემდეგ არ მიდიან, რომ გაიტესტონ ან ჯანდაცვის სისტემაში მოხვდნენ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

„მთავარი ახლა ჩვენთვის არის ეს პიკი შევინარჩუნოთ. დღეში ახლა თუ გვაქვს 4 ათასი შემთხვევა, ეს იყოს რამდენიმე დღის განმავლობაში და იგი არ გახდეს 10 ათასი დღეში. ესაა ახლა მთავარი“, - დასძინა იმნაძემ.