"დარეკეთ 1505-ზე, ზარი იწერება"

2020-11-25 11:23:34

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუკი რომელიმე კლინიკა პაციენტს მიღებაზე უარს ეუბნება, მან უნდა დარეკოს 1505-ზე და დააფიქსიროს პრეტენზია.

„პაციენტს აქვს უფლება დარეკოს 1505-ზე, ეს ზარი იწერება. შესაბამისად, მოხდება დროული რეაგირება, როგორც რეგულირების სააგენტოს მხრიდან, ასევე ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მხრიდან. ჩვენ ნამდვილად უზრუნველვყოფთ ყველა პაციენტის უსაფრთხოებას და მის განთავსებას საჭირო ლოკაციაზე. არავის არ აქვს უფლება, პაციენტი დატოვოს კლინიკის გარეთ,”-განაცხადა „ღამის კურიერის“ ეთერში ეკატერინე ტიკარაძემ.