კოვიდ19-ით რუსთაველი გარდაიცვალა

2020-10-24 18:54:09

რუსთავის კლინიკაში კოვიდ19-ს კიდევ ერთი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვილილი 70 წლამდე კაცია და ის რუსთავში ცხოვრობდა.

მამაკაცი სამკურნალოდ კლინიკა "რუსთავის" კოვიდის მიმღებ ცენტრში იყო მოთავსებული.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს, ინფიცირებული სამედიცინო დაწესებულებაში დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები