33 წლის ზაზა ფაჩულია პირველი ქართველია, რომელმაც NBA-ს კონფერენციის ფინალური სერია ითამაშა, ყველა კალათბურთელის საოცნებო წარმატებას მიაღწია და საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვა. 13 ივნისს, გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" ფინალურ სერიაში "კლივლენდი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ოკლენდელები NBA-ს ჩემპიონები გახდნენ.