რუსთავში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 59-ით გაიზარდა.
მათგან 53 ქალაქის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოვლინდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრის დირექტორის მოადგილემ რუსუდან ადამიამ განუცხადა.
ადამიას თქმით, ლაბორატორიულ კვლევაზე 75 ნიმუში იყო გაგზავნილი, საიდანაც 53-ზე დადებითი პასუხი მოვიდა.
"ამ დროის განმავლობაში ამხელა მაჩვენებელი არ გვქონია. 74-75-დან 53-ს ვირუსი რომ დაუდასტურდება რაზეა საუბარი. ხვალ უფრო მეტი იქნება ალბათ",- აცხადებს რუსუდან ადამია.
5 ახალი შემთხვევა კლინიკა "რუსთავის" ცხელების ზონაშია.
ხოლო 1 ახალი შემთხვევა ქალაქი ცენტრალურ კლინიკაში არსებულ ცხელების ზონაში გამოვლინდა.