განახლდება თუ არა რუსთავის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი

2020-11-24 16:00:26

რუსთავის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 25 ნოემბრიდან არ განახლდება.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის მერიაში განუცხადეს.

მათი თქმით, ბაღების გაერთიანება მიყვება ჯანდაცვის სამინისტროსა და უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და ბაღები ისევ დახურული რჩება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში ბაღები 9 ნოემბერს დაიხურა და 25 ნოემბერს უნდა გახსნილიყო, თუმცა, როგორც ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ,  ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ფუნქციონირებას კვლავ ვერ გააგრძელებს.

როდემდე იქნება სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილი ამ დროისთვის უცნობია.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები