ინფიცირებულთა რაოდენობის კლება ჯერ არ არის. პირიქით, მატებაა და ეს მატება კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენ შევდივართ პიკში. პიკი რამდენ ხანს გასტანს, არ ვიცით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ვაშინგტონის უნივერისტეტის გათვლებით, დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებო იქნება როგორც სიკვდილიანობის, ასევე გარდაცვალების ზრდის მიხედვით.
„მათი პროგნოზით, საქართველომ აუცილებელია გაამკაცროს არსებული რეგულაციების აღსრულება. ასევე დავამატოთ და გავაფართოვოთ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.