იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2020-11-24 13:36:55

ფლორენციაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

50 წლის მამაკაცს ბრალად სუპერმარკეტიდან 2 ბოთლი ვისკის მოპარვა ედება.

სამართალდამცავების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს არ იყო ქურდობის პირველი შემთხვევა და ქართველი კაცი გასულ წელს მსგავსი ქმედების გამო გასამართლებულიც იყო.

მოპარული სასმელის ღირებულება 40 ევროს შეადგენდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები