ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ქართული ოცნების კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ ამომრჩეველს მიმართა და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
"ჩემო ძვირფასო ამომრჩევლებო! მსურს, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რაც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში აჩვენეთ.
მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ღირსეული არჩევანი გააკეთეთ და ამით ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული განვითარების მიმართულებას დაუჭირეთ მხარი.
მე ვიქნები თქვენი ღირსეული წარმომადგენელი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა დადებითად აისახება რუსთავის და გარდაბნის სოფლების განვითარებაზე", - ნინო ლაცაბიძე.