რუსთავში, ქუჩაში კაცი გარდაიცვალა [video]

2020-11-24 00:14:44

რუსთავში, ქუჩაში კაცი გარდაიცვალა. [ვიდეო/video]

შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე მოხდა, როგორც "ინფო რუსთავს" თვითმხილველმა განუცხადა, მამაკაცი გარემოვაჭრე იყო.

მისი თქმით, 66 წლის კაცი იმ ავტომობილში იჯდა, სადაც გასაყიდი პროდუქტი ჰქონდა განთავსებული. მამაკაცი მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები