თავდამსხმელის სიტყვა სასამართლო პროცესზე

2020-11-23 14:00:36

რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამიგია და რამდენი დედაა ასე? - ამ სიტყვებით მიმართა დედას წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელმა ლევან ზურაბაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე. ბრალდებულს სხდომის დაწყებამდე დედამ სთხოვა, ჩუმად ყოფილიყო.

"დედა ხომ გინდა ცოცხალი გყავდეს", - ამ სიტყვებით მიმართა ზურაბაშვილს დედამ.

"ხვალ, ზეგ აღარ გვექნება საქართველო, თუ ხმა არავინ ამოიღო. რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამოგია და რამდენი დედაა ასე?" - განაცხადა ზურაბაშვილმა.

ბრალდებულმა პროცესზე ვრცელი სიტყვით ისარგებლა:

სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც.

„თქვენ ყველაფერზე იძახით შესაძლოას, რეალურად კი ამ პრობლემების გამო, ნახევარი საქართველო დაღუპულია, ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო, იღუპება საქართველო. რამდენმა მოიკლა თავი, რამდენი ოჯახი გამწარდა, ხალხს სახე ჩამოსტირის. ახლა მექნება საშუალება, ვთქვა ყველაფერი. შეიძლება ბევრი არ თამაშობდეს, მაგრამ მომავალი თაობა იღუპება, ეს თქვენ გულამდე არ მიდის? გავისტუმრე ჩემი ვალები, აღარ ვთამაშობ, მაგრამ ამ თამაშმა ცხოვრება, წლები მომპარა. ჩემთვის მთავარია, რომ კანონები შეიცვალოს და ერი გადარჩეს. არანაირი პარტიის წევრი არ ვარ, ვერ ვიტან პოლიტიკოსებს.

ოჯახი არ არსებობს, რომ წამალი არ სჭირდებოდეს, საქართველო კი არ ვითარდება, უკან-უკან მიდის. ჩვენ ცოდოები არ ვართ? ვიღაცას მეტი შემოსავალი აქვს, ვიღაცას ნაკლები, ხალხიც არ მივიდა არჩევნებზე", - განაცხადა ზურაბაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ზურაბაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის ლევან ზურაბაშვილი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.