რუსთავში კოვიდ19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა

2020-11-23 13:34:03

რუსთავის კლინიკაში კოვიდ19-ს კიდევ ერთი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილი 60 წლამდე მამაკაცი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. მამაკაცი კლინიკა "რუსთავის" კოვიდის მიმღებ ცენტრში იყო მოთავსებული.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს, ინფიცირებული საავადმყოფოში თბილისიდან, სხვა სამედიცინო დაწესებულებიდან უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, 1 საათში კი გარდაიცვალა.

60 წლამდე მამაკაცს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. უფრო კონკრეტულად, დიაბეტით იყო დაავადეებული და გადატანილი ჰქონდა ინფარქტი.

ექიმების ცნობით, მამაკაცის თანმხლებ დაავადებებს კოვიდ19 დაერთო, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები