მსოფლიო კოვიდ19-ის ვაქცინის მოლოდინში

2020-11-23 12:08:39

თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინას ამერიკაში პირველ პაციენტს 11 ან 12 დეკემბერს გაუკეთებენ.

"ჩვნი მიზანია, რომ თანხმობის მიღების შემდეგ იმუნიზაციის ადგილებზე ვაქცინის მიწოდება 24 საათში მოხდეს. ვვარაუდობ, რომ თანხმობის შემდეგ 2 დღეში, 11 ან 12 დეკემბერს, ამერიკაში პირველ ადამიანს გაუკეთდება ვაქცინა",- განახადა მონსეფ სლაუიმ CNN-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გასულ პარასკევს ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციაში მათ მიერ შექმნილი ვაქცინის გადაუდებელი წარმოების შესახებ განხადება შეიტანა. ვაქცინაზე FDA კვლევას ჩაატარებს და, სავარაუდოდ, შედეგები იმის შესახებ, უსაფრთხოა თუ არა კოვიდ19 ვაქცინა ადამიანებისთვის დეკემბრის შუა რიცხვებისთვის იქნება, რის შემდეგაც გადაწყდება მიიღებს თუ არა Pfizer-ი ვაქცინის წარმოების უფლებას.

ინფორმაციისთვის, Pfizer-ის გარდა კორონავირუსის ვაქცინაზე კიდევ ერთი ამერიკული კომპანია Modern-აც მუშაობს, რომელთა განცხადებითაც, მათი ვაქცინა 94%-ით ეფექტურია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები