კოვიდ19-ის ახალი შემთხვევა რუსთავში

2020-11-23 11:30:28

რუსთავში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

სამი შემთხვევა ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში გამოვლინდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კლინიკის ინფექციონისტმა მაია რაზმაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიურ კლვევაზე ლაბორატორიაში 5 ნიმუში იყო გადაგზავნილი, საიდანაც 3-ზე დადებითი პასუხი მოვიდა.

რაზმაძის განცხადებით, პაციენტებს შორის 2 რუსთაველია და 1 კი გაჩიანიდან. ინფიცირებულები 50-დან 70-წლამდე ასაკის არიან.

6 ახალი შემთხვევაა კლინიკა "რუსთავის" ცხელების ზონაში. როგორც კლინიკაში განგვიცხადეს, საკვლევად 16 ნიმუში იყო გადაგზავნილი, საიდანაც 6-ზე დადებითი პასუხი მოვიდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები