შენიშვნა რუსთავის საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს

2020-11-22 16:26:29

რუსთავში, 87-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების 1-ელ ტურში იყო ჩართული, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან შენიშვნა მიეცა და მეორე ტურზე საარჩევნო პროცესს ჩამოშორდა.

როგორც N 20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, აღნიშულ უბანზე ოქმი ხარვეზებით იყო შედგენილი, რის გამოც უბნის შედეგები გაბათილდა.

"ციფრი იყო ჩასწორებული ოქმშივე, რისთვისაც არსებობს შესწორების ოქმი. არ ჰქონდა ბეჭედი დასმული და მთლიანად ხარვეზებით იყო შედგენილი. უბნის შედეგები ცნობილი იქნა ბათილად, შენიშვნა მიეცა თავმჯდომარეს და მეორე ტურზე კონკურსის წესით ახალი თავმჯდომარე აირჩა", - აცხადებენ საოლქო საარცევნო კომისიაში.

აღნიშნულ უბანთან დაკავშირებით ცესკო-ში საჩივარი არასათავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"-მ შეიტანა.