რა ეღირება კორონავირუსის ვაქცინა

2020-11-22 13:06:53

კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული კორონავირუსული ინფექციის ვაქცინა 25$-დან 37$-მდე ეღირება.

ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანსელმა გერმანულ ყოველკვირეულ გამოცემასთან Welt am Sonntag-თან ისაუბრა. მისი თქმით, ვაქცინის ფასი შეკვეთის მოცულეობაზე იქნება დამოკიდებული და წლის ბოლომდე 20 მილიონ დოზის გამოშვებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას კომპანიამ კვლევის მესამე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც Moderna-ს ვაქცინა 94%-ით ეფექტურია.

ვაქცინაზე ასევე მუშაობს ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი BioNTech-თან ერთად. მათ მიერ შექმნილი ვაქცინა 90%-ით ეფექტურია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები