ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

2020-11-21 13:27:22

თბილისში, 20 ნოემბერს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად  2 ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა ახალგაზრდა გოგო.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები