12:00 საათის მონაცემებით, რუსთავში ხმა 9 647-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 8.69%-ს შეადგენს.
რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კომისიაში ჯერ-ჯერობით საჩივარი არცერთი უბნიდან არ შესულა.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის ამ დროის მონაცემებთან შედარებით, მეორე ტურზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2-ჯერ ნაკლებია.
ინფორმაციისთვის, მთლიანად N12 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც რუსთავთან ერთად გარდაბნის 10 თემს მოიცავს, საარჩევნო უბანებზე, ჯამში, 13 095 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 9.26%-ია.
შეგახსენებთ, რუსთავში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ქალაქში 108 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.