ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის რუსთავში

2020-11-21 10:31:24

რუსთავში 10:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად 4311 ადამიანი მივიდა, რაც საერთო ამომრჩეველთა 4%-ს შეადგენს.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, რუსთვში ყველა საარჩევნო უბანი შეუფერხებლად 07:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლის მიღება 08:00 საათიდან დაიწყო.

საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და ჯერ-ჯერობით საჩივარი არავის დაუწერია.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტურის შესაბამის დროსთან შედარებით დღეს მისული ამომრჩეველთა რაოდენობა 2,5-ჯერ ნაკლებია.

რუსთავის მასშტაბით სულ 84 უბანი და 6 სპეცუბანია, სადაც სულ 108 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები