რუსთაველ მოცეკვავეებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ

2020-11-20 21:05:47

ერთად თავმოყრილი 33 ნიჭიერი რუსთაველი - სწორედ ასე შეიძლება დაახასიათო მოცეკვავეთა ჯგუფი "მოზაიკა", რომელსაც ახლა მშობლიური ქალაქის მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება.

ტელეკომპანია იმედზე რუსთაველი მოცეკვავეები ქვეყნის ყველაზე "ნიჭიერის" ტიტული მოსაპოვებლად იბრძვიან და მათი შესრულება თუ ერთხელ მაინც გინახავთ, აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა, ვინ იმსახურებს ამ ტიტულს, თუ არა "მოზაიკა"?

საერთო საქმის სიყვარულით, საერთო მიზნისთვის გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფში ყველაზე პატარა მოცეკვავე 8, ყველაზე უფროსი კი 35 წლისაა. უფროსი მოცეკვავე ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი ნინო მაისურაძეა.

"ბავშვები ოცნებობენ ნიჭიერში გამარჯვებაზე. ვერც კი წარმოიდგენთ, დადიან და ხალხს ქუჩა-ქუჩა მოუწოდებენ მხარდაჭერისკენ", - უყვება "ინფო რუსთავს" ნინო მაისურაძე.

"მოზაიკამ" თავის ჟანრში უკან არაერთი კონკურენტი ჩამოიტოვა და ფინალში როგორც ჟიურის რჩეული, ისე მოხვდა. "ნიჭიერის" ფინალი ტელეკომპანია იმედის ეთერში ორშაბათს, 23 ნოემბერს, 22:00 საათზე გაიმართება.

თუ გსურთ, ოცნებების სრულებასა და მოტივაციის მაქსიმალურად ამაღლებაში დაეხმაროთ არა ერთ, არამედ თქვენს 33 თანამოქალაქეს, რომელიც მონაწილეობას იღებს მისთვის გადამწყვეტ კონკურსში, უნდა დარეკოთ ნომერზე  0903300356.

ნინო მაისურაძემ სამოყვარულო ცეკვის ჯგუფი 13 წლის ასაკში დააფუძნა და მალევე აქცია წარმატებულ აკადემიად. სტუდიაში როგორც ჰიპ-ჰოპს, ისე სამეჯლისო ცეკვებსა და ტანვარჯიშს ასწავლიან.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ "მოზაიკა" არაერთი საერთაშორისო კონკურსის წარმატებული მონაწილეა. ამერიკის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც 116 ქვეყანა ასპარეზობდა, "მოზაიკამ" ფინალში, ანუ საუკეთესო ათეულში შეძლო გასვლა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI