"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე 30-მდე მაღაზია დაიკეტა.
როგორც ბაზრობაზე დასაქმებული ერთ-ერთი მოვაჭრე საინფორმაციო სააგენტოს უყვება, კორონავირუსთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო, ლილო-მოლში 500, 6 000 და 10 000 ლარიანი ჯარიმები გამოიწერა.
"მაღაზიები დაკეტეს და ყველა დააჯარიმეს, კლიენტებიც და მეპატრონეებიც. 6 000 ლარი ინდივიდუალურ მეწარმეებს, 10 000 შპს-ს და 500 ლარი გამყიდველებს დაუწერეს. რამდენიმე მაღაზია 3 დღით საერთოდ დაკეტეს. კლიენტებს 20 ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს", - უყვება წყარო "ინფო რუსთავს".
საინფორმაციო სააგენტო საკითხთან დაკავშირებით ლილო-მოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი ჩომახიძეს დაუკავშირდა. ჩომახიძე ფაქტს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობს.