ფონიჭალაში, სუპერმარკეტ "მადაგონთან" "ფორდის" მარკის მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ავტომობილი პარკინგზე იყო გაჩერებული. [ვიდეო/video]
შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალებაში არავინ იმყოფებოდა.
მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს, თუმცა დაიწვა ავტომობილის ძრავი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.