შეიარაღებულ პირს 9 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი

2020-11-20 17:46:01

შენობაში არის 1 შეიარაღებული პირი, მას 9 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა. ვაჟა სირაძემ მედიასაშუალებებს მოუწოდებს, შეწყვიტონ პირდაპირი ჩართვები წერეთლის გამზირიდან, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირია შეჭრილი.

სირაძის განცხადებით, პირდაპირი ჩართვები საფრთხეს უქმნის მოქალაქეებისა და სამართალდამცავების სიცოცხლეს.

შსს-ს ცნობით, პოლიცია მობილიზებულია თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისთან. პირველადი ინფორმაციით ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავონ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.