რუსთავში სარეცხის ქურდი გამოჩნდა

2020-11-28 00:07:26

რუსთავში სარეცხის ქურდი გამოჩნდა.

როგორც საინფორაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" გაარკვია, ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა ქალი, რომელმაც თოკებზე გასაშრობად გაფენილი ტანსაცმელი მოიპარა, თავად ნახეს.

ნათია ბუზალაძე ერთ-ერთია, ვინც სარეცხის ქურდის მსხვერპლი აღმოჩნდა. ის "ინფო რუსთავს" დეტალურად უყვება, როგორ გამოიყურება ქალი, რომელმაც ტანსაცმელი პირადად მას მოპარა.

"ხშირად გვაკლდა რაღაცები, მაგრამ დაზუსტებით ვერ ვიძახდით, რადგან ჩვენი თვალით არ დაგვინახავს. ერთ ღამეს ჩვენი თვალით ვნახეთ. მამაჩემი გაყვა კიდეც, ტანსაცმლის გამოსართმევად და სანამ დაეწია, ბინის უკანა მხარეს უკვე სხვისი თოკიდან ხსნიდა სარეცხს. მამამ რომ გამოართვა ტანსაცმლის ფუთა, იქ სხვისი ტანსაცმელიცაა, რომლის პატრონსაც ახლა ვეძებთ. დაახლოებით იქნებოდა 30 წელს გადაცილებული, სლავური გარეგნობის, ქერა თმიანი, პუტკუნა და დაბალი ქალი", -  აცხადებს ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრები.

როგორც გოგონა აღნიშნავს, ქალს ჰქონდა მოპარული ტანსაცმლის სხვა ფუთებიც, რომელიც თავად წაიღო.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები