რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
აქედან 5 შემთხვევა დადასტურდა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კლინიკის დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, დადასტურებულ შემთხვევებს შორის 2 სამედიცინო პერსონალია.
ექიმების ინფიცირების ფაქტი ბოლო 24 საათში ასევე დაფიქსირდა კლინიკა "რუსთავში". კლინიკაში გეგმიური შემოწმების დროს კოვიდ19 ორ ექიმს დაუდასტურდა.
ამასთან, კლინიკის ცხელების ზონაში სწრაფი ტესტი 16 პაციენტს ჩაუტარდა, აქედან 9-ს ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.
რაც შეეხება ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონას, ტესტი 6 შემოწმებული ადამიანიდან კორონავირუსი 4 პაციენტს დაუდასტურდა.