დაკვამლიანება რუსთავში, სილამაზის სალონში

2020-11-20 14:18:35

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სილამაზის სალონში დაკვამლიანება იყო.

სალონის თანამშრომლებმა სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. როგორც ადგილზე მისულმა მაშველებმა გაარკვიეს, კვამლი კორპუსის სარდაფში მიმდინარე სამუშაობმა გამოიწვია. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სარდაფში ხის საამქროა განთავსებული.

სალონთან სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.