ლატარიაში 447,8 მილიონი დოლარი გათამაშდა

2017-06-12 12:38:39

Powerball-ის ლატარიაში  447,8  მილიონი დოლარი გათამაშდა. გამარჯვებულის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. ბილეთი გამარჯვებულმა ლოს-ანჟელესის მაღაზიაში შეიძინა. აღნიშნული თანხიდან, მაღაზიის გამყიდველს, ბონუსის სახით, 1 მილიონი დოლარი ერგო. Powerball-ის ლატარეა ამერიკის 42 შტატში თამაშდება. ყველაზე დიდი ჯეკპოტი, 1,8 მილიარდი დოლარი გასულ წელს მოიგეს. თანხა მაშინ 3 პირზე გადანაწილდა.

წყარო:nbcnews.com