ვინ არის რუსთავში გარდაცვლილი ბავშვი [video]

2020-11-20 00:31:19

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვი წლის და რვა თვის თომა მალანიაა. [ვიდეო/video]

ბავშვის მამა ზუგდიდიდანაა, ხოლო დედა რუსთავიდან. როგორც ადგილობრივებმა "ინფო რუსთავს" უთხრეს, იმ ბინაში, რომლის აივნიდანაც მცირეწლოვანი გადმოვარდა, ოჯახი ქირით ცხოვრობს.

საინფორმაციო სააგენტოს მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ ბინის აივანს მოაჯირი არ აქვს, თუმცა ჯერჯერობით ვერავინ საუბრობს იმაზე, ზუსტად რა ვითარებაში მოხდა უბედური შემთხვევა. 

მე-19 მიკრორაიონის მცხოვრებლები "ინფო რუსთავთან" ყვებიან, რომ გარეთ მას შემდეგ გამოიხედეს, რაც ხმაური მოესმათ.

"დედამ ვიღაცის მანქანა გააჩერა და წაიყვანა ბავშვი კლინიკაში", - იხსენებენ ადგილობრივები. 

2 წლამდე ბავშვი კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს. ექიმების თქმით, ბავშვს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხდა.

ბავშვი რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა თემურ მალანიასა და სალი კაციტაძეს უმცროსი შვილია, წყვილის უფროსი შვილი 5 წლისაა.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები