რუსთავში კოვიდ19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

2020-11-19 14:09:00

რუსთავში კოვიდ19-ს კიდევ ერთი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი 63 წლის მამაკაცია. ინფიცირებული პირი კლინიკა "რუსთავის" კოვიდის მიმღებ ცენტრში იყო მოთავსებული.

როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, პაციენტს თანმხლები დაავადება ჰქონდა, უფრო კონკრეტულად კი, თირკმლის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.

მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კოვიდ19-მა უკიდურესად დააამძიმა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ამ დროის მონაცემებით, კლინიკა "რუსთავის" კოვიდის მიმღებ ცენტრში, ჯამში, კორონავირუსით 7 პაციენტია გარდაცვლილი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები