როგორია დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა

2020-11-19 13:03:50

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

როგორც მისმა მკურნალმა ექიმმა, ჯონი სამხარაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, მცირეწლოვან ბიჭს სისხლდენის შესაჩერებლად ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მისი თქმით, 3 წლის ბავშვს თბილისში გადაიყვანენ.

"ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია და სისხლდენის შესაჩერებლად გადაყვანილ იქნა საოპერაციოში. შემდგომში გადაყვანას ვგეგმავთ პროფილურ კლინიკაში", - აცხადებს ჯონი სამხარაძე.

შეგახსენებთ, რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულის აივნიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა მე-19 მიკრორაიონში, დილის საათებში მოხდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები