რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
აქედან 8 შემთხვევა კლინიკა "რუსთავში" განთავსებულ ცხელების ზონაში, 6 შემთხვევა ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში, 3 კი N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.
პაციენტთა უმრავლესობა რუსთაველია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რუსთავის სამედიცინო დაწესებულებებში ცხელებით სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც შეჰყავთ პაციენტები.
როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკებში განუცხადეს, კოვიდნფიცირებულთა დიდ ნაწილს დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა აქვს და მკურნალობას ბინაზე განაგრძობს, მძიმე პაციენტები კი კლინიკა "რუსთავისა" და ცენტრალური საავადმყოფოს კოვიდის მიმღებ განყოფილებებში რჩებიან.