რუსთავში, N2 დიაგნოსტიკური ცენტრის 5 თანამშრომელს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.
მედპერსონალს კოვიდ19-ით ინფიცირება გეგმიური ტესტირების შედეგად გამოუვლინდა.
როგორც პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, კოვიდინფიცირებული თანამშრომლებიდან ნაწილი უსიმპტომოა, ნაწილს კი დაბალი ტემპერატურა აღენიშნება.
ინფიცირებულები, დაავადების მსუბუქი მიმდინარეობის გამო, მკურნალობას ბინაზე განაგრძობენ.