კლინიკა "რუსთავში" კოვიდ19-ით პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს.
70 წლამდე ქალი სამედიცინო დაწესებულებაში 15 ნოემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიიდან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყვანეს. კოვიდ19-ზე აღებული ტესტით მას ინფიცირება დაუდასტურდა.
კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მას თირკმლის უკმარისობა აღენიშნებოდა. კორონავირუსით ინფიცირებამ კი ხელი შეუწყო ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას.
სამწუხაროდ, ინფიცირებულის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
ბოლო მონაცემებით, კლინიკა "რუსთავში" სულ 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.