თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
"თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ მ/წლის 21 ნოემბრის 20:00 საათიდან 22 ნოემბრის 10:00 საათამდე და 22 ნოემბრის 20:00 საათიდან 23 ნოემბრის 05:00 საათამდე.
ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ყოველ მომდევნო შაბათ-კვირას, სხვა ახალი რეგულაციის დამტკიცებამდე, მოქალაქეებს, ქუჩაში გასვლა შეეძლებათ მხოლოდ 10:00-დან 20:00 საათამდე.
ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება!
ახალი რეგულაციების შესახებ, საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში",- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.