ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაშია

2020-11-17 16:23:30

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება.

როგორც  NCDC-ის პრესსამსახურში აცხადებენ, მას ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.

დღეს, 17 ნოემბერს კორონავირუსი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს დაუდასტურდა.