ბრიფინგი გაიმართა ქართული ოცნების ოფისში, ბრიფინგის შემდეგ თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"მე ის მიკვირს რომ თქვენ არ დაიღალეთ და ერთიდაიგივეს მეკითხებით, მეც კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ. არა, მე არ ვბრუნდები იუსტიციის მინისტრად და ეს შემიძლია ასჯერ ვთქვა", - განაცხადა ქართული ოცნების" სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ რომ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში თეა წულუკიანმა ბრიფინგი გამართა და მაიკ პომპეოს ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.