რა გაკეთდება რუსთავში 2017 წელს.

2016-11-16 14:12:18

2017 წელს რუსთავში განსახორციელებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები რომელიც შესაძლოა, რეგიონებში განსახორცელებელი ფონდიდან დაფინანსდეს, ცნობილია. სამუშაოების უმრავლესობა საგზაო იფრასტრუქტურის მოწესრიგებას, საცხოვრებელი კორპუსების გადახურვას და სპორტული ობიექტების მოწყობას გულისხმობს. ფონდისთვის დასაფინანსებლად შეთავაზებული სამუშაოების ღირებულება ჯამში 12 621 892 ლარია. საკითხზე დღეს გამართულ მეხუთე მოწვევის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს.

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში წარსადგენი დასაფინანსებელი პროექტების ჩამონათვალი:

  • ·        მარცხენა სანაპირო ეზოების, ბტონის საფარის რეაბილიტაცია.
  • ·        საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა.
  • ·        30 სპორტული მოედნის მოწყობა/რეაბილიტაცია.
  • ·        გომელაურის ქუჩაზე და მიმდებარე ეზოებში (#2,4,6,8,10/#1,3,5,7,9. ფიროსმანის #21,23,25,27,29. მშენებელთა #28,30,32,34,36.) გზის საფარის და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია.
  • ·        მარჯვენა სანაპირო,გზების/ბეტონის საფარის რეაბილიტაცია.
  • ·        კოსტავას გამზ, #21 კორპუსიდან მეტალურგიულ ქარხნამდე სრული რეაბილიტაცია (გზა,ტროტუარი,სანიაღვრე სისტემა)
  • ·        ცურტაველის ქუჩაზე მდებარე #10 საბავშვო ბაღის დემონტაჟი და ახალი ექვს ჯგუფზე გათვლილი საბავშვო ბაღის მოწყობა.
  • ·        გრანელის ქუჩა, ბეტონის საფარის დაგება, რეაბილიტაცია.
  • ·        გაგარინის ქუჩის (ტროტუარებით) ბეტონის ასფალტის რეაბილიტაცია (დარჩენილი ნაწილი).