რუსთავის "აზოტში" კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" საწარმოს ხელმძღვანელმა ლევან ბურდილაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ბოლო მონაცემებით "აზოტში" კორონავირუსული ინფექციის 120 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
გარდა ამისა, საწარმოში რამდენიმე თანამშრომლისთვის კოვიდ19-ზე აღებული ტესტების პასუხებს ელოდებიან.